გაიცანით ჩვენი გუნდი


ექიმი, DROSA-ს დამფუძნებელი
თინათინ გეთიაშვილი
ჩემი პროფესიული გზა მედიცინიდან იწყება, ხოლო მისი განვითარება უკავშირდება ესთეტიკას, ჯანსაღ დაბერებასა და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვას. ესთეტიკურ მედიცინაში მიღებულმა გამოცდილებამ და ლონჯევითისადმი ინტერესმა მიმიყვანა იდეამდე, შემექმნა სივრცე, სადაც ჯანმრთელობა, გარეგნობა და ფიზიკური კეთილდღეობა ურთიერთკავშირში განიხილება.
გამოცდილება, რომელმაც ჩემი ხედვა ჩამოაყალიბა
ჩემს პროფესიულ გზაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კალიფორნიაში ბევერლი-ჰილზე მიღებულ გამოცდილებას. ამ პერიოდმა გააფართოვა ჩემი ხედვა ესთეტიკურ მედიცინაზე და გააღრმავა ინტერესი ჯანმრთელობის, აქტიურობისა და ცხოვრების ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნების მიმართ.
ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში, ჩემი პროფესიული ინტერესის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და DROSA-ს ხედვის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
DROSA ჩემი გამოცდილებისა და ხედვის გაგრძელებაა. აქ ესთეტიკა, ჯანმრთელობა და ფიზიკური კეთილდღეობა ერთ მიზანს ემსახურება: ცხოვრების ხარისხზე ზრუნვას დღეს და მომავალში.
გადადგით პირველი ნაბიჯი საკუთარ თავზე ზრუნვისკენ
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტი და დაგეგმეთ ინდივიდუალური კონსულტაცია, სადაც კონფიდენციალურ და კომფორტულ გარემოში განიხილავთ თქვენს ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასა და ჯანსაღ დაბერებასთან დაკავშირებულ მიზნებს.










