

შეინარჩუნეთ ახალგაზრდული ენერგია


DROSA აერთიანებს ქალთა ჯანმრთელობას, ესთეტიკურ მედიცინას, პრევენციულ ზრუნვასა და ჯანსაღი დაბერების (Longevity) კონცეფციას ერთიან, ინდივიდუალურ მიდგომაში.
ჩვენი ხედვა სცდება ცალკეული სიმპტომების შეფასებას და ეფუძნება ადამიანის ჯანმრთელობის კომპლექსურ გააზრებას, ჰორმონული ბალანსის, ცხოვრების წესის, კანის მდგომარეობის, მეტაბოლიზმისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის გათვალისწინებით.
დახვეწილი ზრუნვა ნიშნავს თქვენი ბუნებრივი ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერას, ინდივიდუალობის შენარჩუნებით.
DROSA-ს მიდგომა
როგორ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე
გაცნობა
შეფასება
ინდივიდუალური მიდგომა
ადაპტაცია
ვიწყებთ თქვენი გაცნობით, თქვენი ჯანმრთელობის ისტორიით, ყოველდღიური ცხოვრების წესით, ინდივიდუალური საჭიროებებითა და გრძელვადიანი მიზნებით.
მიზნობრივი დიაგნოსტიკური კვლევები და სამედიცინო ანალიზები გვეხმარება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიღრმისეულ და ზუსტ შეფასებაში.
თქვენზე ზრუნვის ინდივიდუალური გეგმა ეფუძნება თქვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ თავისებურებებს და არა სტანდარტულ კლინიკურ პროტოკოლს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში იცვლება. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით თქვენს პროგრესს და მიღებული შედეგების შესაბამისად ვახდენთ თქვენი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის კორექტირებას.
სამედიცინო სიზუსტეზე დაფუძნებული
100%
ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობისა და ზრუნვის გეგმები
1:1
ექიმების კოორდინირებული მხარდაჭერა
ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გრძელვადიან შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომა
გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხი თუ უბრალოდ გსურთ უკეთ გაეცნოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, DROSA-ში საკუთარ თავზე ზრუნვის გზა ინდივიდუალური კონსულტაციით იწყება.
