DROSA — თანამედროვე ხედვა ესთეტიკაზე, ქალთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე

DROSA შეიქმნა იდეით, ერთ სივრცეში გაეერთიანებინა ესთეტიკური მედიცინა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ფიზიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა.

ჩვენი მიზანია, ასაკის მატებასთან ერთად დაგეხმაროთ ჯანმრთელობის, ენერგიის, მოძრაობის თავისუფლებისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში.

DROSA-ს კონცეფციის საფუძველია ლონჯევითი — ხანგრძლივი, ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების მხარდაჭერა. ჩვენთვის ეს ნიშნავს დღევანდელი საჭიროებების გააზრებას და იმ ნაბიჯების დაგეგმვას, რომლებიც მომავალში ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას ემსახურება.

ქალთა ჯანმრთელობა

ქალთა ჯანმრთელობა DROSA-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდზე. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ქალს შეუძლია ღიად ისაუბროს სხეულში მიმდინარე ცვლილებებზე, საკუთარ შეგრძნებებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

ესთეტიკა და კანის ჯანმრთელობა

ესთეტიკურ მედიცინაში ჩვენი მიდგომა ეფუძნება კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ბუნებრივ იერს.

მოძრაობა და ფიზიკური კეთილდღეობა

მოძრაობის თავისუფლება და ყოველდღიური აქტივობის შენარჩუნება ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილია. DROSA-ში ამ მიმართულებას ემსახურება მულიგანის კონცეფციაზე დაფუძნებული მუშაობა, რეფორმერ პილატესი და მასაჟი. ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, ზრუნვა მიმართულია ტკივილის შემცირებასა და მოძრაობის გაუმჯობესებაზე.

ჩვენი გუნდი და მიდგომა

DROSA-ს გუნდი აერთიანებს დერმატოლოგს, კოსმეტოლოგს, გინეკოლოგს, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტს, მულიგანის კონცეფციით მომუშავე სპეციალისტს, პილატესის ინსტრუქტორსა და მასაჟისტს.

ჩვენთან ზრუნვა იწყება თქვენი მოსმენითა და ინდივიდუალური შეფასებით. პროფესიული პასუხისმგებლობა, გულწრფელი კომუნიკაცია და გააზრებული რეკომენდაციები ჩვენი მუშაობის საფუძველია.

ჩვენი გუნდი და მიდგომა

DROSA-ს გუნდი აერთიანებს დერმატოლოგს, კოსმეტოლოგს, გინეკოლოგს, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტს, მულიგანის კონცეფციით მომუშავე სპეციალისტს, პილატესის ინსტრუქტორსა და მასაჟისტს.

ჩვენთან ზრუნვა იწყება თქვენი მოსმენითა და ინდივიდუალური შეფასებით. პროფესიული პასუხისმგებლობა, გულწრფელი კომუნიკაცია და გააზრებული რეკომენდაციები ჩვენი მუშაობის საფუძველია.

დავიწყოთ საუბრით

გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხი თუ უბრალოდ გსურთ უკეთ გაეცნოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, DROSA-ში საკუთარ თავზე ზრუნვის გზა ინდივიდუალური კონსულტაციით იწყება.