ამერიკულ-ქართული საკონსულტაციო მომსახურება სამედიცინო და ესთეტიკური კლინიკებისთვის

ჩვენ ვეხმარებით კლინიკების დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს განსაზღვრონ განვითარების მკაფიო მიმართულება, გააუმჯობესონ საოპერაციო მართვა და შექმნან სერვისები, რომლებიც პაციენტების ნდობასა და გრძელვადიან ლოიალობას აყალიბებს.

DROSA-ს საკონსულტაციო საქმიანობა აერთიანებს ამერიკულ გამოცდილებასა და ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნას. ანალოგიურ საკონსულტაციო მომსახურებას ვახორციელებთ აშშ-შიც, ხოლო იქ მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, მიდგომებსა და მომსახურების სტანდარტებს საქართველოში ადგილობრივი ბაზრისა და ბიზნესგარემოს სპეციფიკის გათვალისწინებით ვიყენებთ.

ჩვენი მიდგომა აერთიანებს სტრატეგიულ დაგეგმვას, საოპერაციო განვითარებას, მომსახურების სტანდარტების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას — ახალი კლინიკის კონცეფციის შექმნიდან უკვე მოქმედი კლინიკის ეფექტიანობისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესებამდე.

იქნება ეს ახალი კლინიკის გახსნა, არსებული საქმიანობის გაუმჯობესება თუ განვითარების შემდეგი ეტაპის დაგეგმვა, DROSA გეხმარებათ თქვენი ხედვა გარდაქმნათ გამართულ, ეფექტიან და მდგრად ბიზნესად.

ჩვენი სერვისები

კლინიკის შეფასება და განვითარების გეგმა

ჩვენ ვაფასებთ, როგორ ფუნქციონირებს თქვენი კლინიკა დღეს, ვავლენთ იმ მიმართულებებს, რომლებიც შეიძლება ზღუდავდეს მის ეფექტიანობას, და განვსაზღვრავთ, რა არის საჭირო განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. შეფასება შეიძლება მოიცავდეს საოპერაციო პროცესებს, მართვის სტრუქტურას, გუნდის პასუხისმგებლობებს, მომსახურების ორგანიზებას, პაციენტთან კომუნიკაციასა და პაციენტის მთლიან გამოცდილებას. მიღებული ანალიზის საფუძველზე ვადგენთ ძირითად პრიორიტეტებს და ვამზადებთ პრაქტიკულ განვითარების გეგმას, რომელიც თქვენს ბიზნეს მიზნებსა და კლინიკის რეალურ საჭიროებებს შეესაბამება.

რას იღებთ:
თქვენი მიმდინარე საქმიანობის სრულ შეფასებას, მკაფიოდ განსაზღვრულ განვითარების პრიორიტეტებს და პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას კლინიკის ეფექტიანობისა და მდგრადი ზრდისთვის.

კლინიკის მართვის სისტემები და მომსახურების სტანდარტები

ეფექტიანი კლინიკის მუშაობა ეფუძნება მკაფიო პროცესებს, თანმიმდევრულ სტანდარტებსა და სწორად განაწილებულ პასუხისმგებლობებს. ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს ჩამოაყალიბონ გამართული სამუშაო სისტემა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს (SOPs), გუნდის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, შიდა კომუნიკაციის პროცესებს, პაციენტთა მომსახურების სტანდარტებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს. ასევე ვაანალიზებთ პაციენტის სრულ გამოცდილებას — პირველი დაკავშირებიდან და ვიზიტის დაჯავშნიდან კონსულტაციამდე, პროცედურამდე, შემდგომ ზრუნვასა და შემდგომ კომუნიკაციამდე.

რას იღებთ:
დოკუმენტირებულ და გამართულ სამუშაო პროცესებს, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას, უფრო ეფექტიან მართვას და მომსახურების ერთიან სტანდარტებს მთელ ორგანიზაციაში.

კლინიკის კონცეფციის განვითარება და ბაზარზე პოზიციონირება

წარმატებულ კლინიკას მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი არ სჭირდება. მას სჭირდება მკაფიოიდენტობა, განსაზღვრული აუდიტორია და ძლიერი პასუხი კითხვაზე — რატომ უნდა აირჩიოსპაციენტმა სწორედ ეს კლინიკა.
ჩვენ ვმუშაობთ დამფუძნებლებთან და მენეჯმენტთან იმის დასადგენად, ვის ემსახურება კლინიკა, რა საჭიროებებს პასუხობს, როგორ უნდა პოზიციონირდეს ბაზარზე და როგორ უნდა იყოსერთმანეთთან დაკავშირებული მისი სერვისები.
პროცესი შეიძლება მოიცავდეს კონცეფციის შექმნას, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, სერვისებისსტრუქტურას, კონკურენტულ პოზიციონირებას, ბრენდის მიმართულებასა და ძირითადსაკომუნიკაციო გზავნილებს.


რას იღებთ:
მკაფიო და განსხვავებულ კლინიკის კონცეფციას, უფრო ძლიერ საბაზრო პოზიციას და თქვენისამიზნე აუდიტორიისთვის მორგებულ, თანმიმდევრულ სერვისების პორტფელს.

სერვისების ფორტფელი და ბიზნესის განვითარება

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს ჩამოაყალიბონ ისეთი სერვისების პორტფელი, რომელიც ერთდროულად შეესაბამება სამედიცინო საჭიროებებს, პაციენტების მოთხოვნებსა და ბიზნესის მიზნებს. პროცესი შეიძლება მოიცავდეს არსებული სერვისების შეფასებას, განვითარების შესაძლებლობების გამოვლენას, ახალი მიმართულებების პოტენციალის ანალიზს, ფასების სტრატეგიის ჩამოყალიბებას და თითოეული სერვისის როლის შეფასებას კლინიკის საერთო ბიზნეს მოდელში. ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება კლინიკის რესურსებს, პოზიციონირებას, სამიზნე აუდიტორიას, საოპერაციო შესაძლებლობებსა და განვითარების ეტაპს. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ვეხმარებით შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPIs)განსაზღვრაში, რათა შესაძლებელი იყოს შედეგების შეფასება, პროგრესის გაზომვა და განვითარების მიმართულებების დროულად კორექტირება.

რას იღებთ:
სერვისების განვითარების მკაფიო და პრაქტიკულ გეგმას, ფასებისა და ბიზნეს პრიორიტეტების უფრო გამართულ სტრუქტურას და გაზომვად მაჩვენებლებს მდგრადი ზრდისა და ეფექტიანი განვითარების მხარდასაჭერად.

გუნდის განვითარება და ცვლილებების დანერგვა

ნებისმიერი სტრატეგია ეფექტიანად მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც გუნდი მას სწორად იგებს, იზიარებს და ყოველდღიურ საქმიანობაში თანმიმდევრულად იყენებს. ჩვენ ვეხმარებით კლინიკის გუნდებს ახალი სისტემებისა და პროცესების დანერგვაში, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრასა და ყოველდღიური კოორდინაციის გაძლიერებაში. ჩვენი მუშაობა შეიძლება მოიცავდეს პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტების ჩამოყალიბებას, შიდა სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, მომსახურების კულტურის განვითარებას, გუნდის როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის ორგანიზებას და მხარდაჭერას საოპერაციო ცვლილებების განხორციელებისას. ჩვენი მიზანი მხოლოდ ახალი წესებისა და პროცედურების შექმნა არ არის — მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები რეალურად დაინერგოს და კლინიკის ყოველდღიური მუშაობის ბუნებრივ ნაწილად იქცეს.

რას იღებთ:
უფრო გამართულ სამუშაო პროცესებს, გუნდის უკეთეს კოორდინაციას, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას და პრაქტიკულ მხარდაჭერას ცვლილებების ეფექტიანად დანერგვის პროცესში.

მომწოდებლების მოძიება და ბიზნეს პარტნიორობები

კლინიკის გახსნა ან განვითარება ხშირად მოითხოვს სხვადასხვა გარე პარტნიორთან თანამშრომლობას — სამედიცინო აპარატურის მომწოდებლებითა და ტექნოლოგიური კომპანიებით დაწყებული, ლაბორატორიებით, პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებით, ინტერიერის სპეციალისტებითა და სხვა პროფესიული მომსახურების კომპანიებით დასრულებული. ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს შეარჩიონ შესაბამისი მომწოდებლები და ბიზნეს პარტნიორები მათი საჭიროებების, პოზიციონირების, ბიუჯეტისა და საოპერაციო მოდელის გათვალისწინებით. მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს მომწოდებლების მოძიებასა და შეფასებას, კონტაქტების დამყარებას, შეთავაზებების შედარებას, კომუნიკაციის კოორდინაციას და კლინიკის მართვის პროგრამების, სამედიცინო აპარატურის, ტექნოლოგიებისა და სხვა აუცილებელი საოპერაციო გადაწყვეტილებების შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ვეხმარებით ისეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გამოვლენაში, რომლებიც შეიძლება გააძლიეროს კლინიკის მომსახურების პორტფელი, გააფართოოს შესაძლებლობები და შექმნას დამატებითი ღირებულება პაციენტებისთვის.

რას იღებთ:
შესაბამის მომწოდებლებსა და ბიზნეს პარტნიორებთან წვდომას, უფრო გააზრებულ შესყიდვის გადაწყვეტილებებს და პრაქტიკულ მხარდაჭერას კლინიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბებაში.

კლინიკის მოწყობა და გახსნის კოორდინაცია

ჩვენ ვეხმარებით დამფუძნებლებს ახალი კლინიკის კონცეფციიდან სრულფასოვან ფუნქციონირებამდე მისვლის პრაქტიკულ პროცესში. მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს ლოკაციის შეფასებას, სივრცის დაგეგმვას, საწყისი ბიუჯეტის ფორმირებას, გუნდის საჭიროებების განსაზღვრას, მომწოდებლებთან მუშაობას, საოპერაციო მზადებას, სამუშაო პროცესების დაგეგმვას, სერვისების ორგანიზებას და გახსნამდე საჭირო აქტივობების მართვას. ჩვენ გეხმარებით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში, რეალისტური ვადების ჩამოყალიბებასა და ყველა იმ ეტაპის ორგანიზებაში, რომელიც საჭიროა კლინიკის ეფექტიანად გასახსნელად. ჩვენი მიზანია, შემცირდეს ზედმეტი შეფერხებები, გაუმჯობესდეს პროცესებს შორის კოორდინაცია და კლინიკა პირველი პაციენტის მიღებამდე იყოს მაქსიმალურად მზად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

რას იღებთ:
სტრუქტურირებულ გახსნის გეგმას, ორგანიზებულ მოსამზადებელ პროცესს, მკაფიო პრიორიტეტებს და პრაქტიკულ მხარდაჭერას დაგეგმვიდან კლინიკის გახსნამდე.

დაიწყეთ საუბრით